LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვწყვეტთ სწავლას“, „სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, „აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას“ – რა განცხადებებს ავრცელებენ უნივერსიტეტები

140
უნივერსიტეტები

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ დროებით, სასწავლო პროცესს აჩერებს.

უნივერსიტეტები ეხმიანებიან მთავრობის გადაწყვეტილებას – 2028 წლამდე შეწყვიტოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები და აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას ემიჯნებიან.

აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის არის კავკასიის უნივერსიტეტი, რომლის მიერ სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება მიუვიდათ:

„გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში.

სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელი ავრცელებს მიმართვას საქართველოს უნივერსიტეტიც:

„არის ქვეყნის ცხოვრებაში მომენტები, როცა ყველაფერი გვერდზე უნდა გადასდო”

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას.

გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“არის ქვეყნის ცხოვრებაში მომენტები, როცა ყველაფერი გვერდზე უნდა გადასდო…” ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,…

Posted by საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024

29 ნოემბრის 17:00 საათიდან სასწავლო პროცესს აჩერებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიც:

„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ. #საბაუნი #SabaUni

Posted by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი • SabaUni on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024

სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოც:

„აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო“, – აღნიშნულია მიმართვაში.

აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

Posted by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განცხადებით ეხმიანება უნივერსიტეტი ალტერბრიჯიც:

„ალტერბრიჯი იყო, არის და იქნება საქართველოს ევროპული განვითარების მხარდამჭერი!!!

ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების მისიაა, შევუქმნათ ადამიანებს პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი, საუკეთესო შესაძლებლობები!

ამიტომაც, ალტერბრიჯი დგას თავისი სტუდენტების და ევროპული მომავლის მხარეს!

ჩვენ ვართ ხიდი ევროპისკენ!“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

🇪🇺 🇬🇪 ალტერბრიჯი იყო, არის და იქნება საქართველოს ევროპული განვითარების მხარდამჭერი!!! ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო…

Posted by Alterbridge University • უნივერსიტეტი ალტერბრიჯი on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024

სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიც [GIPA]

„GIPA, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების იდეის ერთგული უნივერსიტეტი დღიდან დაარსებისა, მხარს უჭერს ქართველი ერის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

უნივერსიტეტი დროებით აჩერებს სასწავლო პროცესს!“, – წერია უნივერსიტეტის ოფიციალური ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

🇬🇪🇪🇺GIPA, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების იდეის ერთგული უნივერსიტეტი დღიდან დაარსებისა, მხარს უჭერს ქართველი ერის…

Posted by GIPA on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024

სასწავლო პროცესის გადადების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც [BTU]

„ვიზიარებთ პოზიციას, რომელიც სტუდენტებმა და ჩვენმა აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა გუნდმა გამოხატა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სტუდენტების ინტერესებისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის გადადების შესახებ“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიარებთ პოზიციას, რომელიც სტუდენტებმა და ჩვენმა აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა გუნდმა გამოხატა ევროინტეგრაციის…

Posted by BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024
magti 5g