LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიზიარებთ დიდ ტკივილს და უმძიმეს დღეებში თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახს და მეგობრებს… საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდა, დადა გამოირჩეოდა ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარულით“ – ილიას უნივერსიტეტის სამძიმარი ახალგაზრდა ფეხბურთელის, დადა ბარაბაძის გარდაცვალების გამო

1446
დადა ბარაბაძე

ახალგაზრდა ფეხბურთელს, დადა ბარაბაძეს, რომელიც 21 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები და მეგობრები ემშვიდობებიან.

„ჩვენთვის ძნელია ამ პოსტის დადება: ვიზიარებთ ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების მწუხარებას!“ – საფეხბურთო სკოლა გორდა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

დადა ბარაბაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც დადა სწავლობდა.

„21 წლის ასაკში გარდაიცვალა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი დადა ბარაბაძე.

დადა სწავლობდა ფინანსების პროგრამაზე და საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდა გამოირჩეოდა ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარულით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იზიარებს დიდ ტკივილს და უმძიმეს დღეებში თანადგომას უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს“, – წერია სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g