წაღვერში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ახდენენ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი და სახანძრო ტექნიკა.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.