LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წაკითხულიდან აზრის გამოტანაში გასაგებია, სად როგორც ვართ… ისიც გასაგებია რომ სხვებივით არასოდეს ტურნე და კონცერტი არ გვქონია რუსეთში…“ – რა მიმართვას ავრცელებს ჯგუფი „რეზო და ბავშვები“

193
ჯგუფი „რეზო და ბავშვები_ (1)

მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი კვლავ საზოგადოების განხილვის მთავარი თემაა. უკვე რამდენიმე დღეა, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

აქციები დღესაც დაგეგმილია და ისევე, როგორც წინა დღეებში, საკანონმდებლო ორგანოში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობაში მუშაობის საშუალება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებთ, ხოლო სხვა მედიასაშუალებები საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ შევლენ.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

კანონპროექტთან და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელებში ღიად აფიქსირებენ.

მათ შორის არის, ჯგუფი LOUDspeakers, რომელმაც გუშინ, საკუთარ ფეისბუკგვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გაავრცელა: „ვინც რუსულ კანონს მხარს უჭერთ, არ დაგინახოთ ჩვენს კონცერტებზე“. გუშინვე, ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“ გაავრცელა პოსტი, რომელშიც ეწერა – „არასოდეს, არანაირი ნიშნით გამოვარჩევთ მსმენელს“.

„არასოდეს, არანაირი ნიშნით გამოვარჩევთ მსმენელს. გელოდებით ყველას,
განურჩევლად სქესისა და წონისა. ასაკისა და რელიგიისა.

მით უმეტეს პოლიტიკური შეხედულებისა, როგორცარუნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი აზრები თქვენსას, გელოდებით ჩვენს ნებისმიერ კონცერტზე, განსაკუთრებით მათ, ვინც პატივს სცემს ქართულს.

ქართულ ენას, ქართულ გულს და ქართულ კვერცხებს, საიდანაც ახალი ქართველები იბადენიან და აგრძელებენ ამ ქვეყანას დასაბამიდან და მიიყვანენ ბოლომდე.

მადლობა საქართველოს“

არასოდეს, არანაირი ნიშნით გამოვარჩევთ მსმენელს. გელოდებით ყველას, განურჩევლად სქესისა და წონისა. ასაკისა და…

Posted by Rezo Da Bavshvebi / რეზო და ბავშვები on სამშაბათი, 16 აპრილი, 2024

აღნიშნულ სტატუსს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა, რის საპასუხოდ ჯგუფმა დღეს მორიგი განცხადება გამოაქვეყნა.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„წაკითხულიდან აზრის გამოტანაში გასაგებია, სად როგორც ვართ.

ისიც გასაგებია რომ

ოცნებობენ ადამიანები ოღონდ სადმე მიგვაბან.

ისიც გასაგებია რომ ნინო ქათამაძესავით და სხვებივით არასოდეს ტურნე და კონცერტი არ გვქონია რუსეთში.

ჩვენი აზრიც დაფიქსირებული გვაქვს რუსეთზე და ჩვენი სიმღერით ვაფიქსირებთ საქართველოზე.

ორკესტრირებული და შეთანხმებული შემოტევებით ვერაფერს იზამთ.

ნუ აჰყვებით ქართველ

რუსეთში დაწანწალებ რუსებს და მათი ოჯახის წევრების პროვოკაციებს…

რუსეთი უკვე აქ არის დიდი ხანია და ნელ-ნელა, ქართული სიმღერით, პენალტების სერიით და ა.შ ვდევნით ამ ქვეყნიდან.

ჩვენ ჩვენებურად გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერავინ დაგვიშლის.

გააზიარეთ სიმღერა რათა ბევრმა გაიგოს და შეიგნოს ჩვენი აზრი და არსი“

წაკითხულიდან აზრის გამოტანაში გასაგებია სად როგორც ვართ. ისიც გასაგებია რომ ოცნებონენ ადამიანები ოღონდ სადმე…

Posted by Rezo Da Bavshvebi / რეზო და ბავშვები on სამშაბათი, 16 აპრილი, 2024
magti 5g