LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხაში მწერის ნაკბენისგან მამაკაცი გარდაიცვალა

620
ფუტკრის ნაკბენი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში ფუტკრისებრთა ჯიშის მწერის, ბაზის ნაკბენისგან 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ლაივპრესს” ავრცელებს.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიული იყო, რის გამოც ხუთვები დაეწყო, ასთმური შეტევა განუვითარდა და ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

“სანამ სახლში მივიდა, მანამ მოეწამლა ორგანიზმი. ყოველწლიურად არის ეს მწერი. ვისაც ალერგიული ფონი აქვს, მათთვისაა უფრო საშიში. ფაროსანას შეწამვლის დროს, ნივთიერება ამ მწერზეც მოქმედებს. ცალკე მისი შეწამვლა არ ხდება”, – განმარტეს წალენჯიხის მერიაში.

მათივე ცნობით, ბაზის ნაკბენისგან ადამიანი საჩინოში შარშანაც გარდაიცვალა. ორი წლის წინ კი, ახალგაზრდა მამაკაცი დაკბინა ყანაში მუშაობისას. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნახეთ ამ თემაზე: როდის არის საშიში კრაზანის ნაკბენი და როგორ უნდა მოვიქცეთ კბენის შემდეგ – ექიმის რჩევები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები