წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს.
მას გამოძეიბა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვას ედავება.
ამის შესახებ დაკავებულის უფლებადამცველმა, ბაჩუკი ყურაშვილმა განაცხადა.
დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
რატომ დააკავეს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე
ადვოკატი განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი მანქანა „ტოიოტა პრადო“ საკრებულოს აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოიყენა და სავარაუდოდ სწორედ მან ჩატვირთა უაქციზო სიგარეტი ავტომობილში.
ამასთან, ბაჩუკი ყურაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.