LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამება და ტანჯვა ქვეყანაში აღარასოდეს დაბრუნდება: ირაკლი ღარიბაშვილი

471
ირაკლი ღარიბაშვილი4-4

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „წამება და ტანჯვა ქვეყანაში აღარასოდეს დაბრუნდება“.

მისივე განცხადებით, რადიკალური ცვლილებების შედეგად, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა, მნიშვნელოვნად შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ განსახილველი განცხადების რაოდენობა.

მაქსიმალურად ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო პატიმრებზე. ეს ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერაა. თუ წინა მთავრობის დროს ევროპული სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ განიხილავდა ათასობით განაცხადს, ეს იყო 3 400 განაცხადი, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ განიხილება 138 საჩივარი. ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა 10 წელიწადში. ამიტომ ეს წამება და ტანჯვა ქვეყანაში აღარასოდეს დაბრუნდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

magti 5g