LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატება გზაშია, მთავარია, გჯეროდეს – თიბისი ბიზნეს დაჯილდოება 2025 იწყება

624
თიბისი

ბიზნეს დაჯილდოება 2025 იწყება. პროექტი უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში,  ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, ბიზნეს სოციუმის განვითარებას და ბიზნესების წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. 

წლევანდელი ბიზნეს დაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით ბრუნდება, მათ შორის ახალი ნომინაციებით. ბიზნესებს 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება: 

  • საუკეთესო პროდუქტი 
  • საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა 
  • გამორჩეული როლი რეგიონში 
  • საუკეთესო ფრილანსერი 

გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს სამი ჯილდოდან ერთ-ერთი: 

  • ახალი ვებგვერდი 
  • ბრენდინგი 
  • საკომუნიკაციო მხარდაჭერა 

ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულებს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების ვინაობა, ივლისში, დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი. 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა, ასევე, სასურველ ნომინაციაში დარეგისტრირება შესაძლებელია ბიზნეს დაჯილდოების ვებგვერდზე.

წელს პროექტის მთავარი პარტნიორია Visa. მხარდამჭერი – აჭარა ჯგუფი.

ბიზნეს დაჯილდოება 2025-ის მედიამხარდამჭერები არიან: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia. 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g