LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატებები ჩვენი ქალაქის უმაგრეს მერს!“ – ცნობილები კახი კალაძის ღონისძიებაზე

372
kaladzenews721

კახი კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებას ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ პოპულარული ექიმები, თენგიზ ცერცვაძე, ლევან რატიანი, მარინა ენდელაძე და მარინა ეზუგბაია. მიწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ შოუბიზნესის წარმომადგენლებიც, მათ შორის ზალიკო ბერგერი, ნატო დუმბაძე, სოფო ხალვაში, მანანა თოდაძე, სალომე ბაკურაძე მეუღლესთან, ლაშა ბასლანძესთან ერთად.

კახი კალაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოზე მუსიკალურმა პროდიუსერმა, ნატო დუმბაძემ დაწერა:

„წარმატებები ჩვენი ქალაქის უმაგრეს მერს და ადამიანს! კახი!“

ზალიკო ბერგერმა მერთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე მას ასევე წარმატებები უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები