LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებები კარლო! გვარდიოლამ მემკვიდრეს წერილი დაუტოვა

85

პეპ გვარდიოლამ მიუნხენის ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის ოფისის კედელზე კარლო ანჩელოტისთვის წერილი დატოვა.
ესპანელმა თავის მემკვიდრეს წარმატებები უსურვა.

”დიდი პატივისცემით, წარმატებები კარლო” – დაწერა გვარდიოლამ.

”დიახ, ეს შეტყობინება გვარდიოლასგან არის და ახალ სეზონში წარმატებებს მისურვებს. ეს ძალიან კეთილი ჟესტია. პეპმა ”ბაიერნში” ფანტასტიური სამუშაო გასწია. იმედი მაქვს გავაგრძელებ ამ სამუშაოს და თუ შესაძლებებლი იქნება, კიდევ უკეთეს გავხდი”, – ეს უკვე ანჩელოტიმ უთხრა ”ბაიერნის” ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, ანჩელოტიმ რეკორდმაისტერი გვარდიოლას წასვლის შემდეგ ჩაიბარა, რომელიც თავის მხრივ ”მანჩესტერ სიტიში” მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები