LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატებები ოქროს ქეთოს…“ – სოფო ხალვაშის ქალიშვილი მილანში მარანგონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

1860
4f8117e2-6638-49cc-8512-60dc937b1d23

სოფო ხალვაშის ქალიშვილი იტალიაში პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სტიპენდიაც მიიღო.

PRIME STUDY ულოცავს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი-ბათუმის მოსწავლეს, ქეთო ძოძუაშვილს, მილანში Istituto Marangoni-ში ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვას! ჩარიცხვასთან ერთად ქეთომ მარანგონის მიერ გამოცხადებულ Talent Scholarship-ის კონკურსშიც გაიმარჯვა!

1935 წელს ჯულიო მარანგონის მიერ მილანში დაფუძნებული სასწავლებელი წლებია ინარჩუნებს მოწინავე სტატუსს დიზაინისა და მოდის სფეროში და მილანთან ერთად წარმოდგენილია ფილიალებით ფლორენციაში, ლონდონში, პარიზში, შანხაისა და მაიამიში, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შორის კი Domenico Dolce და Franco Moschino გამოირჩევიან! წარმატებებს ვუსურვებთ ქეთოს მილანში სწავლის პერიოდსა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში!

სოფო ხალვაშს ქალიშვილის წარმატებას ულოცავენ:

„სოფო, რა მაგარიაა❤️წარმატებები ოქროს ქეთოს…“

„გილოცავთ! რა მაგარი ამბავია! წარმატებები საუკეთესო ქეთოს!“

„ქეთო, სასწაულო გოგო, გილოცავ ამ ძალიან მაგარ ამბავს და ბევრი წარმატება კიდე მომავალში. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება…“, წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g