LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმატებული ადამიანები ყოველთვის იმ დროით სარგებლობენ, რომლებსაც სხვები ფუჭად კარგავენ“ – ჰენრი ფორდის ცნობილი გამონათქვამები

870
FORTUNA. GE

გენიოსმა ავტომწარმოებელმა ჰენრი ფორდმა არა მხოლოდ ავტომობილებზე შეცვალა საზოგადოების წარმოდგენა, არამედ მთლიანად ბიზნესზე, რადგან საკუთარი მაგალითით დაამტკიცა, რომ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერს შეუძლია წარმატების მიღწევა.

fortuna.ge გთავაზობთ ჰენრი ფორდი ცნობილ ფრაზებს:

ვინმე უარს თუ ამბობს ჩემს ავტომობილზე, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია!

რაც უფრო მეტად გინდა სიმდიდრის მოპოვება, მით უფრო ნაკლებად გაქვს ღირსეული ჰონორარის მიღების შანსი.

წარმატებული ადამიანები ყოველთვის იმ დროით სარგებლობენ, რომლებსაც სხვები ფუჭად კარგავენ.

მომავალზე ფიქრი, მუდმივად მეტის გაკეთების სურვილი, გონებას არწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია.

ბრძენს ყოველთვის ჰყოფნის ჭკუა და პრაქტიკულობა, რათა ზუსტად განსაზღვროს რა რეალურია, რა არარეალური, სად შეძლებს წარმატების მიღწევას და სად დამარცხდება.

არ მიყვარს პედანტები. ისინი იმდენად შეზღუდულები არიან, რომ არც შენ გაძლევენ მოქმედების უფლებას.

თავისუფლება – მუშაობა და დამსახურებული გასამრჯელოს მიღების უფლებაა, რათა სრულად უზრუნველყო საკუთარი და ახლობლების ღირსეული ცხოვრება.

ფულის დაგროვება ხშირად აბსურდამდე მიდის. უმჯობესია ისწავლო სწორად ხარჯვა და არა დაზოგვა. ახალგაზრდებმა საკუთარ თავში უნდა დააბანდონ ფული, რათა თვითშეფასება აიმაღლონ და სარგებელი მოუტანონ დამქირავებელს.

ყურადღებას ნუ მიაქცევ კონკურენციას, რადგან საბოლოო ჯამში მაინც ის გაიმარჯვებს, ვინც სხვებზე უკეთ იმუშავებს.

ფულის ქონა აუცილებელია, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ კაპიტალი არა უსაქმურობის, არამედ მისი კიდევ უფრო გაზრდის საშუალებაა.

თუ თავად დაჩეხავ შეშას, ორჯერ გათბობასაც შეძლებ.

ყველა ფულის შოვნას ცდილობს და ყველას ავიწყდება, რომ ქონების დაგროვების უმოკლესი გზა დაუღალავ შრომაზე გადის.

კარგი ხელმძღვანელის მთავარი მოვალეობა თანამშრომლებში ნიჭის, საუკეთესო თვისებების აღმოჩენა და წახალისებაა.

 

ცნობილი გამონათქვამები

mazda magti 5g