LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებული მამაკაცების შანსი ქართულ პოდიუმზე და Golden Brand-ის გამარჯვებულები

19

გადაცემა „ვიზიტორის“ პირველი ნაწილის სტუმარი დიზაინერი ლიკა ყაზბეგი იყო. საუბარი მისი პროექტის – „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ გარშემო წარიმართა.

ლიკა: უკვე მე-9 სეზონია, რაც ეს პროექტი იმართება და ჩემი საყვარელი საქმეა. როგორც ყოველთვის, პირველად პოდიუმზე ბავშვები გამოვლენ, შემდეგ მათ ცნობილი კომპანიების მარკეტინგისა და პიარის მენეჯერები შეცვლიან, ამის მერე ცნობილი და წარმატებული მამაკაცები გამოვლენ და შემდეგ ქალები. ასეთია საზოგადოების მოთხოვნა.

– ხომ არ ნერვიულობენ ხოლმე?
– მე მათ უფლება მივეცი, რომ ცოტა ალკოჰოლი მიიღონ, გარკვეული დოზით რა თქმა უნდა (იცინის), ეს ხუმრობით. მოწვეული ვარსკვლავი გვეყოლება თათა ჯაში, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის იცეკვებს ერთ ძალიან ცნობილ ადამიანთან ერთად. მის ვინაობას საიდუმლოდ დავტოვებ. მინდა, რომ საღამომ კარგად და პომპეზურად ჩაიაროს.

– რამდენი მონაწილეა წელს?
– დაახლოებით 100 მონაწილეა და მაყურებლიანად ალბათ 400 კაცი მოგროვდება.

დასწრება მოსაწვევბით ხდება თუ ბილეთებით?
– ეს პროექტი არ არის კომერციული, ამიტომ დასწრება მხოლოდ მოსაწვევბით ხდება. სულ ვამბობ, რომ აქ ვერ ნახავთ თინეიჯერს, თუმცა წელს ტრადიციის დარღვევა მომიწევს.

– მამაკაცებს რის მიხედვით არჩევთ ჩვენებისთვის?
– როდესაც პროექტს „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ ვაკეთებდი ბევრი მეკითხებოდა, რატომ ვჩაგრფავდი მამაკაცებს. ამ ყველაფერმა იმდენად დიდი რაოდენობა შეადგინა, რომ გადავწყვიტე წარმატებული მამაკაცებისთვისაც მიმეცა იგივე შანსი, რასაც ქალებს ვაძლევ. წელს კი ყველაფერი ამ პროექტში მოვაქციე.

მეუღლე ხომ არ ეჭვიანობს?
– არა, პირიქით გვერდში მიდგას და ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. რჩევებსაც მაძლევს და ეს ყველაფერი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

წარმატებებს გისურვებ.

გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები Golden Brand-ის გამარჯვებულები, ირაკლი ქასაშვილი და სალომე გიორგაძე, ასევე კონკურსის ორგანიზატორი – გიორგი მასხულია იყვნენ.

გიორგი: პირველად, საქართველოში ბიჭზე გათამაშდა ავტომობილი. მაგრამ მარტო ავტომობილს და საგზურს არ დავჯერდებით, მისტერ და მის ვიცე გამარჯვებულები მათ სფეროში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწევენ.

ირაკლი, სამოდელო გამოცდილება თუ გაქვს?
– ჩემი სამოდელო კარიერა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, შესაბამისად არ მაქვს გამოცდილება. გამიმართლა და გავხდი „მისტერ გოლდენ ბრენდი“, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამ კონკურსის დამფუძნებლებს და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა.

ვინ იყო შენი მთავარი კონკურენტი?
– ასე სათითაოდ ვერ გამოვყოფ, ყველა კონკურენტი იყო.

როგორ მიიღეს შენი მოდელობის გადაწყვეტილება ოჯახში?
– ვცადე, გავედი და გავიმარჯვე. ამ მხრივ სტერეოტიპები მართლაც არსებობს საქართველოში და ყველას ვურჩევ, რომ რაც სურთ, გააკეთონ.


რამდენად აქვთ მამაკაცებს ასეთ კონკურსში მონაწილეობის სურვილი?
გიორგი: ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსამზადებელი პერიოდი. რაც შეეხება 2016 წლის შესარჩევ კასტინგზე დარეგისტრირდა 90-მდე ბიჭი და 60-მდე გოგონა. ძალიან კარგი ნაკადი იყო, ირაკლის საკმაოდ დიდი კონკურენცია ჰქონდა. წელს არ ყოფილა არანაირი სკანდალი, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. მადლობა ყველა კომპანიას და დიზაინერს.

–  სალომე, შენ თუ გაქვს მოდელობის გამოცდილება?
– სამოდელო გამოცდილება არ მაქვს, გიორგისთან გავიარე ორ თვიანი მასტერ-კლასი. ძალიან კარგი კონკურსი იყო. გამარჯვებას არ მოველოდი, რადგან ბევრი კონკურენტი მყავდა.

– რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ამ კონკურსის მერე?
– ბევრი რამ შეიცვალა, პოპულარული ვხდები.


– რა ხდებოდა კულისებში და როგორი იყო სამზადისი?
გიორგი:
ძალიან მეგობრული გარემო იყო, განსაკუთრებით ბიჭების ნაკადში. წელს ვიყავი ჟიურის თავმჯდომარე და გადავწყვიტე, მომავალ წლებშიც ასე იყოს. ძალიან მონდომებული იყო თითოეული კონკურსანტი.

– რა ხდება გამარჯვებულების პირად ცხოვრებაში?
სალომეს ჰყავს საქმრო, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია. ირაკლის პირადი ცხოვრება არ ვიცი.
ირაკლი: არ მყავს შეყვარებული, თავისუფალი ვარ.
სალომე: მე მყავს შეყვარებული. თავიდან წინააღმდეგი იყო კონკურსში მონაწილეობაზე, მაგრამ ამ წარმატების შემდეგ დამპირდა, რომ ყველაფერში ხელს შემიწყობს.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ირაკლი: 20 იანვარს მივფრინავთ ბერლინში მე და გიორგი და მას შემდეგ დაგეგმილი არაფერი არ მაქვს, ესპრომტად თუ მოხდება ალბათ რამე.

წარმატებებს გისურვებთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები