„ვფიქრობთ, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, არის პროპაგანდა, რომელიც წარმოებს ბავშვთა შორის და ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
პრემიერი: აბსოლუტურად მიუღებელია ზღვარგადასული ლგბტ პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს - ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ
ღარიბაშვილის თქმით, ლგბტ თემის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და ახალგაზრდებში დაუშვებელია.
„ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან ჩართული ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში, ასევე არიან ჩართული მათთან დაკავშირებული „ენჯეოები“ და ასევე ოპოზიციური ტელეკომპანიები, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან, შესაბამისად, ჩვენ ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს ამასთან დაკავშირებით“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არის ძალიან დიდი სიბინძურე“ – კახა კალაძე