LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს

135
Capture

“ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ხელის შეშლისა და კორუფციის ბრალდებები – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს.

შესაბამისი გაცხადება წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა კევინ მაკკარტიმ გააკეთა, რომელიც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის საქციელთან დაკავშირებით “სერიოზული და სანდო” ბრალდებები არსებობს.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, მოსმენებზე ბაიდენის უკანონო ქცევის კონკრეტული მტკიცებულებები ნაპოვნი არ იქნა.

თუმცა, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უკავშირდება ბაიდენის შვილს. აღმოჩენილ იქნა პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანი ურთიერთობები, რომლებიც რესპუბლიკელების თქმით, საეჭვოა. მათი მტკიცებით, პრეზიდენტმა მისი შვილის საქმიანობის შესახებ იცოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g