LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმოუდგენელი ამბავი მჭირს. დედაჩემის გაზრდილი მარო აღარ გვყავს. ყველას იმედი და მოამაგე დაგვეღუპა, აწი აღარ ვიცით რა ვქნათ?“ – დათო ლიკლიკაძე 

983
მარიამ სირბილაძე

„წარმოუდგენელი ამბავი მჭირს. დედაჩემის გაზრდილი მარო აღარ გვყავს. ყველას იმედი და მოამაგე დაგვეღუპა, აწი აღარ ვიცით რა ვქნათ?“ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე და ახალგაზრდა გოგოს, მარიამ სირბილაძის გარდაცვალებას ეხმაურება:

„ქეთი ბერძენიშვილი რომ მომიკვდა (ჯერ არ გამიაზრებია), მერე ჩემი გიზო სოროზანაშვილი რომ მომიკვდა და მერე ჩემი ბაჯო (მანანა) ჯინჭარაძე, მეგონა საკმარისი იყო იმისთვის რომ გავგიჟებულიყავი….

„ჩემი სუპერ მარუ აღარ მყავს.. გვემახსოვრება გოგო, რომელმაც კიბო დაამარცხა.. ყოველთვის ლამაზი და მოკაშკაშე მზე.. ცაზე ჩემთვის ერთით მეტი ვარსკვლავი გაანათებს დღეიდან“ – მარიამ სირბილაძის მეგობარი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ჩემი „ვართქიშა“ (ასე ეძახდა დედაჩემი), ჩვენი საზოგადოების მარიამ სირბილაძე მოგვიკვდა…. წარმოუდგენელი ამბავია…. წარმოუდგენელი“. – წერს დათო ლიკლიკაძე.

ცნობისთვის, იტალიაში მცხოვრები მარიამ სირბილაძე, რომელმაც წლების წინ სიმსივნე დაამარცხა, გუშინ 18 დეკემბერს გარდაიცვალა. მა­რი­ა­მი იტა­ლი­ა­ში გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g