„ქართული ოცნების“ წევრის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, წარმოუდგენელია, ქალაქის მერს მოსთხოვო მუშაობა მაშინ, როდესაც მისი ხელფასი 2000 ლარია. ამ განცხადებით დეპუტატი მერებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს გამოეხმაურა.
„საჯარო სექტორში ხელფასები იმ ხელფასების კონკურენტული უნდა იყოს, რაც კერძო სექტორში დასაქმებულებს აქვთ. უბრალოდ წარმოუდგენელია, ქალაქის მერს (დიდი ქალაქის იქნება თუ პატარის) მოსთხოვო მუშაობა მაშინ, როდესაც მისი ხელფასი 2000 ლარია.
ყველა მერს ასეთი ხელფასი არ აქვს, თუმცა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასები გაიზარდოს,“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ და დასძინა, რომ ვინმეს წახალისებად ეს არ უნდა აღიქმებოდეს.