არ შეიძლება ქვეყანამ ყოველდღიურად ვაქცინირებული 2-3 ათასი ადამიანით მიაღწიოს 60%-ის ვაქცინაციას წლის ბოლომდე, ეს წარმოუდგენელია, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის მხრივ, რეგიონებში მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. როგორც ივანე ჩხეიძემ განმარტა, შეუძლებელია ამ ტემპით ქვეყანამ შეძლოს იმუნური ფენის შექმნა.
“დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ეს ციფრები ამ დონეზე გვექნება ქვეყანაში და არ გაიზარდა სამიზნე მაჩვენებლამდე, კატეგორიულად შეუსრულებელი ამოცანაა. მკვეთრად გამოხატული დისპროპორცია თბილის, რამდენიმე რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის. თუ ჯავშნებს და ჩატარებულ ვაქიცინებს გადახედავთ, ძალიან კარგად ჩანს, რომ სამწუხაროდ, ძირითადი დატვირთვა მოდის დედაქალაქზე.
საქართველოში ბავშვები ინფიცირებულთა 9-10%-ს შეადგენენ, მომართვიანობა მომატებულია – ივანე ჩხეიძე
5-24 მაისამდე, ჯავშნები რაც საქართველოშია დაფიქსირებული, ამ ჯავშნების 56% თბილისზე, 9% აჭარასა და ასევე, 9% იმერეთზე მოდის. დანარჩენი 30% განაწილებულია რეგიონებში. სამცხე-ჯავახეთში 1%-ია, რიცხობრივად 325 ადამიანია სულ დარეგისტირებული, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 174, დაბალი მაჩვენებელია გურიაში – 500 ადამიანია რეგისტრირებული.
მკაფიოდ გამოხატული დისპროპორცია გვაქვს, რაც აუცილებლად აღმოსაფხვრელია. მეტი აქტიურობა, მეტი ჩართულობაა რეგიონებში საჭირო. ამ რეგიონებს სჭრიდებათ განსაკუთრებული მიდგომა. ამის უკან შესაძლოა იყოს არაინფორმირებულობა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ. არ შეიძლება ქვეყანაში გვქონდეს რეგიონები, სადაც 1% იქნება ვაქცინირებული, სხვაგან კი გვექნება 60-70%. ასე რომ ეს ძალიან მნიშვენლოვანი და მტკივნეული საკითხია.
ამასთან, როგორც ივანე ჩხეიძემ განმარტა, ძალიან კარგია ტენდენცია, რომ „სინოფარმზე“ საკმაოდ მაღალია აქტიურობა, არ გამოვლინა გვერდითი მოვლენები, რაც მოსალოდნელი იყო”- განაცხადა ივანე ჩხეიძემ “ფორტუნას” ეთერში.