LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბავშვები ინფიცირებულთა 9-10%-ს შეადგენენ, მომართვიანობა მომატებულია – ივანე ჩხეიძე

120
img-0288-2020-03-13-13-37-56-022738-1024x683

საგანგაშო მაჩვენებელია, საქართველოში მესამე ტალღა იწყება თუ მთავრდება, ამის პროგნოზირება უკვე ძალიან რთულია, – ასე ეხმაურება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხეიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას.

მაისის შუა რიცხვებში ვირუსის პიკური მაჩვენებელი იქნება: გაბუნია

როგორც ივანე ჩხეიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, წინა დღეებთან შედარებით ინფიცირებულთა მაჩვენებლის გაორმაგება, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში შესაძლოა განმეორდეს ის სცენარი, რაც 2020 წლის ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გვქონდა.

რაც შეეხება ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელს, როგორც პედიატრი აღნიშნავს, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ბავშვები ინფიცირებულთა 9-10%-ს  შეადგენენ.

“სხვადასხვა ქვეყანაშიც ანალოგიური მაჩვენებელია. ზოგან 507%-ი, ზოგან კი 12%-ია. საშუალოდ ეს არის 10%-ი ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის, ასე რომ ყოველდღიური შემთხვევების მიხედვითაც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ 2 000 შემთხვევა გვაქვს, ეს არის 150-200 ინფიცირებული ბავშვი, საერთო რაოდენობიდან გამომდინარე.  რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა ჰოსპიტალიზაციის გაზრდა.

იაშვილის კლინიკა არ იღებს პაციენტებს მწვავე კორონავირუსით, ჩვენ ვიღებთ პაციენტებს გართულებული კორონავირუსის შემდგომ პერიოდზე, რომელიც გაცილებით მძიმეა და ნაკლებად კეთილსაიმედო, მაგრამ ის კლინიკები, რომლებიც მუშაობენ კორონავირუსზე, მათ შორის ყველაზე დიდი – ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა, აქ მომართვიანობა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მომატებულია. ეს ლოგიკური პროცესია და სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვებიც ვერ იქნება გამონაკლისი. მომართვიანობა და ბავშვებში აუცილებლობა მათი საავადმყოფოებში მოთავსების, ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრად მეტია, ვიდრე იყო მარტის დასაწყისში”.- აღნიშნა ივანე ჩხეიძემ “ფორტუნას” გადაცემაში.

შეკითხვაზე, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ბრიტანული შტამი ცირკულირებს, ხომ არ შეიცვალა კორონავირუსმა ბუნება ბავშვებში, ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ „ბავშვები ისევ რჩებიან ნაკლებ მიმღებად კორონავირუსის“.

“ქვეყანაში ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს და მისი ერთ-ერთი თავისებურებაა, რომ უფრო მეტად აგრესიულია ბავშვებში და ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობაში. თუმცა, კორონავირუსის ნაკლები გავრცელება ბავშვებში ძალიან ბევრი ფაქტორით არის ახსნილი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბავშვის ორგანიზმში იმ რეცეპტორის ნაკლები რაოდენობა, რომელსაც შეუძლია უჯრედში შეიყვანოს კორონავირუსი. რა თქმა უნდა, ეს თავისებურება დარჩა.

ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ კორონავირუსმა ბუნება შეიცვალა და ბავშვებს უფრო მეტად აზარალებს, ეს ნამდვილად ასე არ არის, მაგრამ შემთხვევების ზრდა რა თქმა უნდა, აისახა ჰოსპიტალიზაციის ზრდაშიც”- განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა “ფორტუნასთან”.

magti 5g