LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოუდგენელია, რას განიცდით ახლა, ყველაფერი, რაც გვიყვარს, ინგრევა: ბორის ჯონსონი უკრაინელებს

120
ბორის ჯონსონი

„წარმოუდგენელია, რას განიცდით ახლა, ყველაფერი, რაც გვიყვარს, ინგრევა“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-თან და ევროკავშირთან ერთად ყველაზე ძლიერი სანქციები აამოქმედა და ამ შეზღუდვებს მანამდე გაზრდის, სანამ რუსეთს არ შეაჩერებს.

„მინდა მოგმართოთ უკრაინელებს, მათ ვინც დიდ ბრიტანეთში, თავად უკრაინაში, ან მეზობელ ქვეყნებში იმყოფებით. წარმოუდგენელია, რას განიცდით ახლა. ყველაფერი, რაც გვიყვარს, ინგრევა. დიდი ბრიტანეთი მხარს გიჭერთ თქვენ. ყველაფერს ვაკეთებთ როგორც დახმარებისთვის, ასევე პუტინის შესაკავებლად. აშშ-თან და ევროკავშირთან ერთად ყველაზე ძლიერი სანქციები ავამოქმედეთ და ამ შეზღუდვებს მანამდე გავზრდით, სანამ რუსეთს არ შევაჩერებთ. ყოველდღე ვეკონტაქტები პრეზიდენტ ზელენსკის. გაოგნებული ვარ უკრაინელი ხალხის გმირობით“, – განაცხადა ჯონსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g