LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა“ – ირაკლი კობახიძე

198
BeFunky-collage (27)

ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს.

ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

„წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა.

საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

„საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა, ბავშვები ბებიას დაუტოვა…“ – რას წერენ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ხანძარზე, რასაც 5 ბავშვი ემსხვერპლა

„ყველაზე პატარა მსხვერპლი ოთხი თვისაა, უფროსი კი 7 წლის.. სავარაუდოდ სახლში ბენზინის ავზი აფეთქდა“ – ვრცელდება ახალი ცნობები საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g