LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოვიდგინოთ, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა და თავისი ნამუშევარი გაიტაცა… – კულტურის მინისტრი

179
ტეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეს „პოსტივის“ ეთერში გამოეხმაურა. მან სანდრო სულაბერიძის პროტესტი მან ნამუშევრის გატაცება უწოდა და სხვა ხელოვანების პროტესტს “პოზა” უწოდა.

„პროექტის არსებობის, შინაარსის შესახებ მე გავიგე სწორედ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ხელოვანმა გაიტაცა თავისი ნამუშევარი… თავიდან გალერეის გუნდი და ხელმძღვანელობა დაბნეული იყო, რადგან არ იყო მათთვის ცნობილი, რომ მხატვარმა გაიტაცა საკუთარი ნამუშევარი.

თუმცა, რაც არ უნდა შენივე ნამუშევარი გაიტაცო გალერეიდან… აი, მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა, გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი… ექნებოდა თუ არა მას ამის უფლება? ძალიან ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა… თუ მივცემდით ამის ნებას, მაშინ იმასაც დავაყოლებდით, რომ ფიროსმანი ფიროსმანია“. – აღნიშნა წულუკიანმა.

ამასთან, კულტურის მინისტრმა თქვა, რომ ეროვნულ გალერეაში შექმნეს თავისუფალი სივრცე, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც სწორედ იყო ის გამოფენა, სადაც სანდრო სულაბერიძის ნამუშევარი გამოიფინა.

“არსებობს ელემენტარული წესები. გალერეა არ არის კერძო „ბუტკა“, არის სახელმწიფოსი. სხვა თუ არაფერი ეს არის საგამოფენო სივრცე და საცავიც“, – თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის ცენტრ ათინათის გამოფენის გახსნაზე, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად, კედელზე დატოვა წარწერა — “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”. ფაქტზე შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით “დანაშაულის ნიშნების არარსებობის” გამო შსს-მ გამოძიება შეწყვიტა.

ზურაბიშვილი – მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? – ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პო

ლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში – მდინარაძე სულაბერიძის საქმეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g