LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წასვლა შოკი იყო, მაგრამ რესურსი გვაქვს: პარტია გრიგოლ ვაშაძის შემცვლელს გაზაფხულზე აირჩევს

64
ვაშაძე 22

გრიგოლ ვაშაძისგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის დატოვებას არავინ ელოდა. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, მას პარტიაში ბევრი რამ არ მოსწონდა.

მხოლოდ ერთი ფეიბუქის პოსტი დაგვიტოვა და როგორც გვითხრა, ამ თემაზე მედიასთან საუბარს არ აპირებს.

გაჩნდა ვერსიები, თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ მის ადგილას. ეს ვერსიები პირველად მამუკა გამყრელიძემ გააჟღერა. თუმცა გუშინვე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მისი ვერსიები „რუსთავი 2“-ის ეთერში უარყო და აღნიშნა, რომ მამუკა გამყრელიძეს არაფერი ესაქმება პარტიის თავმჯდომარის ვარიანტების დასახელებასთან.

ვინ ჩაენაცვლება ვაშაძეს?

დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაშაძის განცხადება ერთგვარი შოკი იყო, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსის განცხადებას მისგან არავინ ელოდა.

თუმცა დასძინა, რომ პარტიას აქვს რესურსი, რათა პარტიის თვმჯდომარე აირჩიოს და ბრძოლა გააგრძელოს.

ეს იყო ვაჟკაცობა, თაგვივით გაიქცა, იმედია, ქალი არ შეცვლის – ექსპერტები ვაშაძის წასვლას აფასებენ

 პარტიის ახალი თავმჯდომარის საკითხი, ჯერ არ განიხილება. ნებისმიერი ლიდერი შეიძლება იქნეს განხილული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ყრილობა, სავარაუდოდ გაზაფხულისთვის ჩატარდება პარტიის ყრილობა და შესაბამისი გადაწყვეტილება შემდგომ იქნება მიღებული. კონკრეტულად ლევან ვარშალომიძე იქნება, ხატია დეკანოიძე, ნიკა მელია თუ სხვა კანდიდატურები, ნებისმიერი შესაძლებელია განხილული იქნას პარტიის თავმჯდომარედ. ჩვენს პარტიას აქვს შესაბამისი რესურსი, რათა პარტიის თავმჯდომარეც აირჩიოს და გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ვაგრძელებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g