LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წავლენ თუ არა რუსები ყარაბაღში: მსოფლიო ლიდერები კონფლიქტის მონაწილეებს მიმართავენ

73
Capture

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება.
აზერბაიჯანის თავდაცის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დღეს თავდასხმა განაახლა და აქტიურად ბომბავს სოფლებს.
აზერბაიჯანული მედია News.az-ის ინფორმაციით, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.
პარალელურად, უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს კონტრშეტევა, გაანადგურეს მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კი დიდი დანაკარგით, უკან დაიხიეს.

საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ლიდერები, ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს, აქტიურად მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტისაკენ.
მხარეებს ამ მოთხოვნით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სლოვაკეთში, GLOBSEC-ის ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რამდენად არის მოსალოდნელი ყარაბაღში რუსული შეიარაღების გაგზავნა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ თუკი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (CSTO) რომელიმე წევრ სახელწიფოზე ხორციელდება სამხედრო აგრესია, ორგანიზაციის დანარჩენი სახელმწიფოები ვალდებული არიან, მხარი დაუჭირონ ამ გაერთიანების წევრ ქვეყანას. თუმცა აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსის ვალდებულებები არ ეხება ზემო ყარაბაღის რეგიონს.

5 ოქტომბერს ასევე გავრცელდა აშშ-ის, რუსეთის ფედერაციისა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობათა ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნული სახელმწიფოები გმობდნენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ და მოუწოდებდნენ სომხეთსა და აზარბაიჯანს, შეეწყვიტათ ცეცხლი კონფლიქტის ზონაში.

თავდასხმების არაპროპორციული ბუნება მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს: ვისი ბრალია ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას გუშინ ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუცილებელია სიფრთხილე, რათა მიმდინარე მოვლენებმა არ მიიღოს რეგიონალური ომის სახე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში 27 სექტემბერს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g