LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Weeknd, ტეილორ სვიფტი, BTS და ჰარი სტაილსი მუსიკის სადარაჯოზე – პანდემიის პერიოდში მუსიკალურმა ინდუსტრიამ არნახული შემოსავალი მიიღო

179
page

გასულ წელს მსოფლიო ხმის ჩამწერმა ინდუსტრიამ 21.6 მილიარდიანი მოგება მიიღო. აღსანიშნავია, რომ  2002 წლიდან ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემოსავალი 7.4%-ით გაიზარდა და ეს ისეთი არტისტების დამსახურებაა, როგორებიც ბილი აილიში, ტეილორ სვიფტი, დრეიკი, BTS, Weeknd ჰარი სტაილსი და სხვები არიან…

სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS-ის ალბომმა, Map Of The Soul ყველაზე გაყიდვადი ნამუშევრის ტიტული მოიპოვა, Weeknd-ის სინგლი – Blinding Lights კი ყველაზე წარმატებული სინგლი გახდა, ის  2.7 ტირაჟით გაიყიდა.

ვინაიდან 2020 წელი მსოფლიოში პანდემიურ წლადაა გამოცხადებული, მუსიკის ექსპერტებს სულაც არ უკვირთ აღნიშნული შედეგები. კარანტინის დროს გადაიდო უამრავი მსოფლიო ტურნე, გაუქმდა კონცერტები, ცოცხალი მუსიკის მოსმენა, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გახდა შესაძლებელი, ამიტომ საზოგადოებამ უკვე არსებული ჩანაწერების შეძენა და მოსმენა დაიწყო.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ბევრი არტისტი უქმად მაინც არ იჯდა. აი მაგალითად, ტრევის სკოტმა ვიდეოთამაში გამოუშვა, დუა ლიპამ ონლაინ პერფორმანსისთვის საკმაოდ თანხები დააგროვა, ტეილორ სვიფტმა კი ორი ალბომი გამოუშვა.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა მუსიკალური ინდუსტრიის განხრით კვლავ მოწინავე პოზიციები შეინარჩუნა და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე 1.5 მილიარდი დოლარი შეიტანა, აღნიშნულ მიღწევაში დიდი წვლილი ჰარი სტაილსს ეკუთვნის, მისი ალბომი, Fine Line ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი აღმოჩნდა.

ასეთია მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენები, ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ 2021 წლის მეორე ნახევარი გაცილებით აქტიური იქნება და წინ უამრავი მასშტაბური ტურნე, ფესტივალი, კონცერტი და ალბომის პრეზენტაცია გველოდება.

ბობ დილანი, დუა ლიპა და ტეილორ სვიფტი – 2020 წლის საუკეთესო ალბომები და სინგლები

https://www.youtube.com/watch?v=DAL4-Ae8wQ8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები