LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Welcome to Georgia! – ტურიზმის სფეროში გამარჯვებულები 20 ნომინაციაში გამოვლინდებიან

76

3 დეკემბერს, რუსთაველის თეატრი, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონიას უმასპინძლებს.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიაზე 20 განსხვავებულ ნომინაციაში, ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც დამსახურებულად მიიღებენ წოდებას „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“.

ორგანიზატორთა განცხადებით, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის მასშტაბური პროექტი, რომელიც 2015 წლიდან იმართება და დაარსების დღიდან წარმოადგენს უნიკალურ ბიზნეს პლატფორმას, რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ლიდერებს აერთიანებს.

ეს არისოსკარიქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მიღწევების აღსანიშნავად! მეოთხე ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება 800-მდე სტუმარი: ტურისტული სააგენტოები, უმსხვილესი სასტუმროების წარმომადგენლები, გენერალური მენეჯერები და საუკეთესო სასტუმროების მფლობელები, რესტორნების და კაფეების, ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობის წარმომადგენლები, მედია. ცერემონიის ლოკაციაა რუსთაველის თეატრი. სწორედ, რუსთაველის თეატრის დახვეწილი, მრავალსაუკუნოვანი კულტურა და უნიკალური სტუმართმასპინძლობა იქნება გაერთიანებული „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ მეოთხე ცერემონიაზე საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წარმატების აღსანიშნავად! After Party-ის მასპინძელია „რესპუბლიკა“ – ახლად გახსნილი ღონისძიებათა სივრცე“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, ცერემონია უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ასევე, პროექტის თანაორგანიზატორია „საქართველოს ბანკი“. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. გენერალური სპონსორი „ალიანს ჯგუფი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g