კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრი თერაპევტ ზურაბ მიქელაძის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ექიმი ამბობს, რომ წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში, კატეგორიულად დაუშვებელია „ტურნიკზე“ ჩამოკიდება.
ხერხემლის თიაქარი და მისი გამომწვევი მიზეზები – ზურაბ მიქელაძე გადაცემაში „პულსი“
8 დეკემბერს რადიო „ფორტუნას’’ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ენმედიცის“ სამკურნალო რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, თერაპევტი ზურაბ მიქელაძე სტუმრობდა, რომელმაც ხერხემლის თიაქარსა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. – ბატონო ზურაბ, რა შემთხვევაში ვითარდება ხერხემლის თიაქარი? – ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავე პრობლემად იქცა ხერხემლის თიაქარი, რადგან ერთის მხრივ, შემთხვევებმა იმატა, მეორეს მხრივ, დაავადება „გაახალგაზრდავდა“ და უკვე […]
სპეციალისტი ამბობს, რომ ამ დროს ისედაც დაზიანებული მალთაშორისი დისკის რკალი უფრო ზიანდება, ვითარდება დამატებითი მიკროტრავმები და სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს მდგომარეობის გაუარესებაც კი:
„წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში, კატეგორიულად დაუშვებელია „ტურნიკზე“ ჩამოკიდება. ჩემს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ურჩევენ ჩამოეკიდონ „ტურნიკზე“ იმ მიზეზით, თითქოს მოხდება მოჭყლეტილი ნერვის დეკომპრესია. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან მალთაშორისი დისკის თიაქრის დროს ისედაც დაზიანებულია მალთაშორისი დისკის რკალი, ხოლო ჩვენ რომ ჩამოვეკიდებით, ჩვენი სხეულის მთელი ძალით, ისედაც დაზიანებული მალთაშორისი დისკის რკალი უფრო ზიანდება, ვითარდება დამატებითი მიკროტრავმები და სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს მდგომარეობის გაუარესება. ამიტომ გთხოვთ, ხერხემლის ტკივილისას ნუ ჩამოეკიდებით „ტურნიკზე“ და არც არავის ურჩიოთ, რომ ჩამოეკიდოს. უპირველესად უნდა დავადგინოთ მიზეზი, უნდა მიმართოთ ექიმს, უნდა გადავიღოთ MRI და უნდა ვუმკურნალოთ პრობლემას“, – ამბობს ექიმი.
