წელს ეკონომიკურ ზრდას ინფლაცია შეჭამს – გაზრდილი ეკონომიკა ფაქტობრივად არსაით არ მიდის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 2021 წლის საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძის შეფასებით, თუ კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკა ისევ დაიკეტება, გაუგებარია, როგორ უნდა ისულდგმულოს მოსახლეობამ.
როგორც ვაშაძე აცხადებს, ბიუჯეტის პროექტს ის ზედაპირულობა ეტყობა, რაც „ქართულ ოცნებას” ახასიათებს.
2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართა.
ხვალ პროექტი დასამტკიცებლად რიგგარეშე სესიაზე გადის.