LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელს გავაქტიურდით… იწერება და იწერება სიმღერები, ნელ-ნელა იკვრება ალბომი…“ – ჯგუფი „ბანი“ სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

237
ჯგუფი-„ბანი“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯგუფი „ბანი“ სტუმრობდა. ჯგუფის წევრებმა თავიანთ შემოქმედებაზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მსმენელს ახალი ნამუშევარი „ჭინჭილა“ წარუდგინეს.

რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

დავიწყებ ჩვენი ახალი სიმღერით. ყველა კუთხეს შევეხეთ და რატომღაც, იმერეთი გამოგვრჩა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ესე უცებ დაიწერა ეს სიმღერა. ტექსტის ავტორი, როგორც ყოველთვის, ჩვენი ამირან ჭიღლაძეა.  

ბოლო დროს, ბევრი ჯგუფი შეიქმნა, შესაბამისად, გაიზარდა კონკურენციაც, როგორ უყურებთ ამ საკითხს?

ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ვიღაცას კონკურენცია გავუწიოთ, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ჩვენი გზით მივდივართ. ეს ხელს საერთოდ არ გვიშლის, პირიქით, უკეთესია, რაც მეტი ჯგუფი იქნება… ჩვენთვის მოტივაციაა ეს ყველაფერი.

რამდენად აქტიური იყო თქვენთვის ბოლო პერიოდი, ბევრი ახალი ნამუშევარი შექმენით?

ამ წელს გავაქტიურდით, სხვათა შორის. თითქმის მზად არის მეორე სიმღერაც, რომელიც გურული სიმღერაა.

პირველად რომელ კუთხეზე იმღერეთ?

რაჭაზე. ეს იყო ჩვენი სავიზიტო ბარათი. ძალიან გავარდა და უცებ გავხდით ცნობილები.

ზაფხულის პერიოდში დაგეგმილი გაქვთ კონცერტები?

დიახ, გასვლითი კონცერტები გვაქვს დაგეგმილი. ზოგადად, საზღვარგარეთ  უფრო მეტი კონცერტი გვაქვს ხოლმე, ვიდრე საქართველოში, რადგან ხშირად დავდივართ ფესტივალებზე. მაგალითად, შარშან 10 ქვეყანაში გვქონდა 15-მდე კონცერტი. ძალიან მაგრად ჩაიარა ყველაფერმა და ახლა გვპირდებიან, რომ კიდევ უფრო მეტი კონცერტი დაიგეგმება. ზაფხულის სეზონზე საქართველოშიც გვაქვს კონცერტები დაგეგმილი.

რაიმე გრანდიოზულს ხომ არ გეგმავთ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით?

ალბათ, 20 წლის რომ გავხდებით, მაშინ. ახლა, „ბანი“ 14 წლისაა. 14 წელი გავიდა ჩვენი პირველი სიმღერის ჩაწერიდან, ისე 15 წელია ერთად ვართ, მიწისქვეშა გადასასვლელის პერიოდიდან თუ დავითვლით.

RemasterDirector_V0

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ჭინჭილა“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

მუსიკა გელა გოგიშვილს ეკუთვნის, ტექსტი ამირან ჭიღლაძეს. ჩვენს მუსიკას ყოველთვის „ბრავო რექორდსში“ ვწერთ. მიქსინგი ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის.

როგორია სამომავლო გეგმები?

ამ წელს, მინიმუმ კიდევ 2-3 სიმღერა უნდა ჩავწეროთ. ნელ-ნელა იკვრება ალბომი. საერთო ჯამში, ალბათ, 10 სიმღერა შეიკვრება. ამ წელს კარგი რაღაცები ხდება, იწერება და იწერება სიმღერები. 

ბანი – ჭინჭილა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები