LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს „ისთ ფოინთი“ ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდება

416
ისთ ფოინთი

12 დეკემბერს, 10:00 საათიდან, „ისთ ფოინთი“ მომხმარებლებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს, რაც მათ შოპინგ გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და სასიამოვნოს გახდის. სტუმრებს დახვდებათ ახალი ბრენდები და სრულიად ახალი მაღაზიის კონცეფციები.

განახლებული სივრცის გახსნას თან ახლავს საახალწლო სეზონის სტარტიც.

12 დეკემბერს, 19:00 საათზე, „ისთ ფოინთის“ მთავარ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.

სტუმრებს ელოდებათ:

  • განახლებული საახალწლო დეკორაციები;
  • ცოცხალი მუსიკა;
  • სანტების ფლეშმობი;
  • გორის გოგონათა მუსიკალური გუნდის გამოსვლა;
  • საახალწლო თემატიკის ფოტოზონები.

ასევე ბევრი სიურპრიზი, რაც სტუმრებს საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს და ღონისძიებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g