LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ქალების საშუალო ხელფასი 61 ლარით გაიზარდა და 1018 ლარს გაუტოლდა – საქსტატი

78
minimum-wage

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 283.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 56.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1018,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 61.0 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

▸ მსხვილი ბიზნესი – 1 341.9 ლარი

▸ საშუალო ბიზნესი – 1 474.5 ლარი

▸ მცირე ბიზნესი – 1 061.9 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობითვე, ბიზნესსექტორში 2021 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი – კაცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g