2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 094.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 234.6 ათასი ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტების უმრავლესობა, ანუ 47.1% განხორციელდა მეგობრების ან ნათესავების მონახულების მიზნით. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობას, ის განისაზღვრა 184.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 44.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22.0%-ით და 149.2 ლარს უტოლდება.
აქედან საყიდლებზე 69.9 მლნ ლარი დაიხარჯა, ტრანსპორტზე 39.5 მლნ ლარი, საკვებსა და სასმელზე 36.3 მლნ ლარი, განთავსებაზე 5 მლნ ლარი, გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 0.9 მლნ ლარი.