„რანინელი“ ვაჩე ღვინიაშვილი რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო. ვაჩემ უამრავი მილოცვა მიიღო. მადლობა ვაჩემ რამდენიმე დღის შემდეგ გადაიხადა და აღნიშნა, რომ წელს საკუთარი დაბადების დღით საოცრად მოიხიბლა.
„ჰმმ მადლობა ყველას! წელს რატომღაც განსაკუთრებულად მოვიხიბლე ჩემი დაბადების დღითამის საფუძველს მაძლევდა: ძალიან ბევრი ბევრი ბევრი მოლოცვა, ბევრი (უმაგრესი) საჩუქარი და ერთ-ერთ პერიოდზე უმაგრესი დამთხვევა.
ამ ყველაფრისთვის მინდა გითხრათ ძალიან, ძალიან, უძალიანესად და უაღრესად დიდი მადლობა! თქვენ ალამაზებთ ჩემს ცხოვრებას, ალამაზებთ რა ფაქტიურად ფერები ხართ, თქვენ ყველა!
P.S ცოტა დავაგვიანე მგონი“. – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.