LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს საქართველომ იმაზე მეტი საწვავი შემოიტანა, ვიდრე პანდემიამდე შემოჰქონდა

57
602bdb0cac32a

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 428,5 ათასი ტონა, რაც 29,6 ათასი ტონით ანუ 7,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (398,9 ათასი ტონა) შედარებით და 24.3 ათასი ტონით, ანუ 6,0%-ით პანდემიამდე არსებული, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (404.2 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 217,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 210,9 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 142,3 ათასი ტონა (65,4%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 70,8 ათასი ტონა (32,5%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 4,4 ათასი ტონა(2,0%);

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 99,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქმენეთი – 95,2 ათასი ტონა – 22,2%; რუსეთი – 93,9 ათასი ტონა – 21,9%; აზერბაიჯანი – 72,0 ათასი ტონა – 16,8%; ბულგარეთი – 44,6 ათასი ტონა – 10,4%; საბერძნეთი – 11,1 ათასი ტონა – 2,6; თურქეთი – 8,1 ათასი ტონა – 1,9%; ყაზახეთი – 2,5 ათასი ტონა – 0,6% და სხვ.

„ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია ბევრი სხვადასხვა ფაქტორით, რომელთაგან უმთავრესია ის, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენის პროცესი“, – აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g