LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 41 პროექტი განხორციელდება

70
norway-772991_640

2019 წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 41 პროექტს განახორციელებს, რომელზეც 138 მილიონი ლარი დახარჯება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულად, 41 პროექტს შორის არის: გზების მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტები ასურეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, მესტია-უშგულში, ბახმაროში, გუდაური-კობსა და ბაკურიანში განხორციელდება. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საუბარია როგორც მაგისტრალებზე, ისე შიდა გზებზე.

„2019 წელს იწყება ტურიზმის მიმართულებით ფართომასშტაბიანი განვითარება და არამხოლოდ. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტურიზმის განვითარების მიმართულებით მაქსიმალურად მხარდამჭერი უწყებაა, ისევე როგორც სხვა სტრუქტურები. პროექტების განხორციელება წლევანდელი წლიდან იწყება. უამრავი ნუსხაა იმ პრიორიტეტებისა და იმ მიმართულებების, სადაც ქვეყნის მხრიდან ინვესტიციაა საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი გზა იყოს, რეაბილიტაცია განხორციელდეს და შეიქმნას მეტი ტურისტული მიმართულება იმისთვის, რომ შიდა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადის მეტად გენერირება შევძლოთ”,- აღნიშნა ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g