LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს Turkish Airlines 4 ახალ მიმართულებას დაამატებს

173
5dbed00b7152d803c88d145a

უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წელს თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines 4 ახალ მიმართულებას დაამატებს. ამის შესახებ avianews იუწყება, რომელიც Turkish Airlines- ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ილკერ აჩიმის კომენტარს ავრცელებს.

”ჩვენ 2019 წელს დავასრულეთ ყველა საჭირო პროცედურა ფრენების დასაწყებად ეკვატორული გვინეის რესპუბლიკის დედაქალაქის მალაბოს, ​ტოკიოს ჰანდეს აეროპორტის, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკის და კანადის ქალაქ ვანკუვერის მიმართულებით”,- განაცხადა ილკერ აჩიმ.

ცნობისთვის, 2019 წელს ავიაკომპანიამ 10 ახალი მიმართულება დაამატა და წელი ფრენების გეოგრაფიის კუთხით 126 ქვეყნით და 318 ქალაქით დახურა.

აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines- ის 2020 წლის გეგმებში, ახალი მიმართულებების დამატების გარდა, ავიაპარკის გაზრდა და განახლებაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g