წერეთლის გამზირზე ცოლ-ქმარს ესროლეს – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიაში გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი უბნის ინსპექტორია, რომელმაც ცოლ-ქმარს იარაღიდან ესროლა, თუმცა როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
შსს-ის ცნობით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. გამოძიება 11- 19-109 მუხლით მიმდინარეობს.
