LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წეროვანში ახალი სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა – აშშ-ს მთავრობამ 4,5 მილიონი დოლარი დახარჯა (ვიდეო)

207
asdv a cd

წეროვანში ახალი, სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც მათი ოჯახის წევრებსაც მოემსახურება. ცენტრის ოფიციალური გახსნა დღეს გაიმართა, რომელსაც სხვა სტუმრებს შორის ესწრებოდნენ  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი.

საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. შენობა აღჭურვილია სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს ეხმარება როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც. ცენტრში ასევე, განთავსებულია მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველო საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ღირსეულად წარმოაჩინონ.

“ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან” – ღარიბაშვილი ზურაბიშვილს პასუხობს

თავდაცვის მინისტრმა ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეიდან დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ 27 იანვარი დაწესდება.

სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით. აღნიშნული პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის მთავრობამ 4,5 მილიონი დოლარი გამოყო. სივრცის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის კი თავდაცვის სამინისტრომ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/167653654518888/

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები