LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეული დასრულდა

338
წეროვანში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეული დასრულდა

წეროვანის მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღია კარის დღით დასრულდა. 

სარეაბილიტაციო ცენტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს კვირეულის ბოლო დღეს  უმასპინძლა. სამხედროების ბავშვებისთვის სპეციალური გასართობი პროგრამა მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც მიეცათ.

დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთი კვირის განმავლობაში 10 ინდივიდუალურ და 2 გუნდურ პარასპორტულ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. თამაშები გაიმართა: კალათბურთში, ფრენბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებული სამხედროები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეს – 30 ივნისს აღნიშნავს. კვირეულის ჩატარება დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისადმი მადლიერებასა და სოლიდარობას გამოხატავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g