LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წეროვანში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი საწარმო გაიხსნა

275

მცხეთის რაიონში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი საწარმო – შპს „წეროვანი აისი“ შეიქმნა.

„წეროვანი აისის“ შემნახველ მეურნეობაში წლიურად ერთდროულად 300 ტონა სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის განთავსება იქნება შესაძლებელი. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 520 670 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 208 268 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 260 335 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტის HACCP აღებასაც გეგმავს. საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს, 50%-ის დაფინანსებას USAID/REAP მოახდენს, ხოლო დარჩენილ 20%-ს ბენეფიციარი თავად გადაიხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g