LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წესები იცვლება – რა პრინციპით შეიწყალებს ამიერიდან პრეზიდენტი მსჯავრდებულებს

102
სალომე

პარლამენტის რეკომენდაციები საქართველოს პრეზიდენტს – როგორ და რა პრინციპით უნდა შეიწყლოს მომავალში სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულები, ამ თემაზე მან პარლამენტის თავმჯდომარის, ვიცე-პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის რჩევები მოისმინა.

ადმინისტრაციის ცნობით, უკვე შემუშავებულია პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნა.

„არანაირი სირთულე არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ჩემს ადმინისტრაციაში ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება ძალიან მალე დასრულდება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც შევთანხმდით და რომელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია“, – აცხადებს ზურაბიშვილი. 

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ შეწყალებისას დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი გათვალისწინებული უნდა იყოს.

“ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულები პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები, ასევე სასურველია არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება”, – ამბობს თალაკვაძე.

იუსტიციის მინისტრი კი აცხადებს, რომ შეწყალებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, გარეთ გამოსული ადამიანი რამდენადაა რისკის შემცველი საზოგადოებისათვის და ხომ არ ჩაიდენს ის თავიდან დანაშაულს. 

"პრეზიდენტი რომ ვიყო აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას" - თეა წულუკიანი

წულუკიანი პრეზიდენტის პროკურატურაში მისვლის საკითხს გამოეხმაურა

ამ თემაზე განცხადებას აკეთებს ოპოზიციაც. „ევროპული საქართველოს” წევრი ამბობს, რომ “შეწყალების ახალი წესის” შესახებ რეკომენდაციები რეალურად ვერაფერს შეცვლის.

ოთარ კახიძის თქმით,  მათ პროკურატურას შესაბამისი ინფორმაცია უკვე გაუგზავნეს, რომ შესაძლოა, ამ საქმეებში  იყოს კორუფციული სქემის კვალი.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი კი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით “ქართულ ოცნებას” სხვა რამ სურს.

„პრეზიდენტმა პედოფილები, ყაჩაღები და მკვლელები შეიწყალა,

ალბათ ისეთი სტილის მიღება უნდათ და მთავარი მათი საზრუნავი ალბათ ის არის, რომ რამენაირად ის გადაწყვეტილება, რომელსაც შემდგომში მიიღებენ, საჯარო არ გახდეს”, – აცხადებს ბოტკოველი. 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ზოგი პოლიციელის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, ზოგი – ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის, ზოგი კი ძებნილი იყო.

პოპულარულები