LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წესით, უნდა გასკდეთ ამ დროს ბოღმისგან, ეს ბოღმა დაგახრჩობთ.. წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა გაქვთ, საარჩევნო სიის გამო ასეთ მდაბიოობაზე არ უნდა წახვიდეთ“ – პაპუაშვილი აქუბარდიას

221
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

სიტყვით გამოსვლის დროს, თეოჯნა აქუბარდიამ ხელისუფლება რუსულ მთავრობად მოიხსენია და თქვა: „მივესალმები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და მადლობა მინდა ვუთხრა იმ ვეტოსთვის, რომელიც პრინციპული პოზიციაა და რომელიც წინააღმდეგობაა არა მხოლოდ კანონთან მიმართებით, არამედ ვფიქრობ, რუსულ მთავრობასთან მიმართებით“.

აღნიშნული განცხადების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას სიტყვა შეაწყვეტინა:

„ქალბატონო თეონა, თქვენ საქართველოს პარლამენტში იმყოფებით. დუმაში, როცა იქნებით, იქ ისაუბრეთ. ჩვენ პარლამენტი ვართ, მთავრობა არ ვართ, სხვათა შორის, ესეც უნდა იცოდეთ, ეს საკანონმდებლო ორგანოა, ცოტა მეტი განათლება და ცოტა მეტი ზრდილობა რომ გქონდეთ, კარგი იქნება“, – მიმართა პაპუაშვილმა აქუბარიდას.

თეონა აქუბარდიას განცხადებაზე, რომ „საზოგადოება ხელისუფლებას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დააკისრებს, მორალური პასუხისმგებლობა კი რომ არ აქვთ, ამას ისედაც ხედავენ“, შალვა პაპუაშვილმა საპასუხოდ თქვა:

„ვაიმე, ქალბატონო თეონა, ამდენი საზიზღრობის ერთად თქმა როგორ შეგიძლიათ, მიკვირს. წესით უნდა გასკდეთ ამ დროს ბოღმისგან. ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული ტრიალებს ოპოზიციის მხარეს, განსაკუთრებით, ქალ დეპუტატებს ერჩის და ბოღმებად აქცევს, ეს ბოღმა დაგახრჩობთ, სირცხვილი, ამ დონემდე რომ ხართ დაშვებული. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა გაქვთ, რომ ვინმეს თავი მოაწონოთ, რომ სიაში ჩაგსვათ, მაგრამ ამის გამო, ასეთი მდაბიო გამოსვლები, ასეთი მდაბიო საქციელი, რასაც თქვენ კადრულობთ, არ ვიცი, უბრალოდ, საარჩევნო სიის გამო ასეთ მდაბიოობაზე არ უნდა წახვიდეთ, რაც შეეხება უცხოეთთან თანამშრომლობას, თქვენკენ მოიკითხეთ“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები