აპლიკაციამ WhatsApp მიმდინარე წელს შემოთავაზებული სიახლეების კუთხით, ნამდვილად რეკორდი დაამყარა. კომპანია მომხმარებელს გამუდმებით სიახლეებს სთავაზობს. ის არეალს აფართოებს. საუბარია Channels-ზე, ახალ ფუნქციაზე, რომელიც „ტვიტერისა“ და „ინსტაგრამის“ ელემენტებს აერთიანებს.
თითოეულ „არხს“ თავისი ადმინი ეყოლება, რომელსაც ტექსტების, სურათების, ვიდეოებისა და გამოკითხვების დაპოსტვა შეეძლება. აღნიშნული ფუნქციით უფრო მეტად ბიზნესები ისარგებლებენ.
Channels-ს ჯერ არ აქვს E2EE მიღებული, ანუ კონფიდენციალურობის დაცვის ზომები. თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ და მალე უსაფრთხოების მაღალ ზომებს შემოგვთავაზებენ.
ამ ეტაპისთვის Channels მხოლოდ სინგაპურსა და კოლუმბიაშია ხელმისაწვდომი, თუმცა მომდევნო თვეებში მასზე წვდომას კიდევ უფრო მეტი ქვეყნის მოქალაქე მიიღებს.
WhatsApp-მა ანდროიდის მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქცია დაამატა
ვიდეო: როგორ გავხადოთ WhatsApp-ზე პირადი მიმოწერები უფრო დაცული – აპლიკაციას ახალი ფუნქცია ემატება