კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა პოსტ-კოვიდური პერიოდი, რომლის დროსაც, ხშირად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები და სიმპტომები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას.
ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ახლა უკვე მოხსენიებული როგორც პოსტ-COVID-ური მდგომარეობა, ასევე ცნობილი როგორც ხანგრძლივი COVID ან პოსტ-COVID-ური სინდრომი.
სიმპტომები, როგორც წესი უმჯობესდება დროთა განმავლობაში, თუმცა თუ ისინი უარესდება ან არ უმჯობესდება, აუცილებელია ჯანდაცვის სპეციალისტთან კონსულტაცია.
არსებობს გარკვეული სამედიცინო გართულებები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას პოსტ-კოვიდური მდგომარეობის დროს და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო შემოწმებას.
WHO მოგიწოდებთ, დაუკავშირდეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი “წითელი ნიშნებიდან” ერთ-ერთი სიმპტომი მაინც გაქვთ:
? აღგენიშნებათ ქოშინი/სუნთქვის გაძნელება მინიმალური აქტივობის ფონზე ან მოსვენებულ მდგომარეობაში;
? ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის გახშირება ან თავბრუსხვევა გარკვეულ პოზიციაში ან ვარჯიშისა და სხვა აქტივობის დროს;
? ქვეითდება ცნობიერება ან გიჭირთ საუბარი და წარმოთქმულის გააზრება;
? გაქვთ სისუსტე სახის, მკლავის ან ფეხის არეში, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;
? გაქვთ ძლიერდება შფოთვა ან უარესდება გუნება-განწყობა ან ფიქრობთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე;