LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიკლაური ხაბეიშვილზე: ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან ერთი კვირის წინ თვითონ თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე კანდიდატურას არ დააყენებდა

59
ნუგზარ წიკლაური და ლევან ხაბეიშვილი

„სიმართლე გითხრათ ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან ერთი კვირის წინ თვითონ თქვა, რომ ის, არავითარ შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე თავის კანდიდატურას არ დააყენებდა“, – ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური ლევან ხაბეიშვილის მხრიდან პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თავისი კანდიდატურის დაყენებას ეხმაურება.

როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, პირველ რიგში, ის რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება,  ამ პოლიტიკური პარტიის ევროპულობის, ევროპული სივრცისკენ სვლის მკაფიო დადასტურებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩეულ თავმჯდომარეს, რომელიც უპრეცედენტო ლეგიტიმაციით იყო არჩეული კიდევ ჰქონდა ვადა, განეხორციელებინა თავისი უფლებამოსილება. მან თვითონ გადაწყვიტა, რომ იმ ადამიანებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატონ თავისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვნად კარდინალურ, გარდამტეხ, პოლიტიკურ მომენტში, სადაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი ქვეყანა იმყოფება.

ამ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა გადაწყვეტილი იქნეს მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ევროპული გზით, რომელსაც წარმოადგენს არჩევნები, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ევროპული იდეალები არის ძალიან მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მას ჰქონდა ამის უფლება, უბრალოდ ცოტა მოულოდნელი იყო სიმართლე გითხრათ, რადგან ერთი კვირის წინ თვითონ თქვა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ დააყენებს პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე კანდიდატურას.

ნიკა მელია – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში – ვისაც გნებავთ, სადაც გნებავ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ

ახლა ეს გადაწყვეტილება არის შეცვლილი, არის გარკვეული მერყეობა და იმედია, რომ ეს არის მისი გადაწყვეტილება და არა რაიმე არაფორმალური ცენტრის, რომელმაც შეცვალა გადაწყვეტილება და ახლა მას გაუჩნდა სრულიად სხვაგვარი სურვილი.“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა მედიისთვის ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

ამავე თემაზე:

ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად – ხაბეიშვილი 

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი: ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g