LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად – ხაბეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

73
ხაბეი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.

მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

“რამდენიმედღიანი კონსულტაციის შედეგად, ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა, – აცხადებს ხაბეიშვილი.

როგორც მან აღნიშნა, მისი მიზანია „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდეს მის მხარდამჭერებს.

„ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც ამომრჩევლების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა და საკრებულოს წევრებმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმაც, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია.

რამდენიმედღიანი კონსულტაციის შედეგად, ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა.

ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში.

ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის. მის ამომრჩეველს, მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობას არ აპირებდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები ასევე არიან ნიკა მელია, გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე. პარტიის ზოგიერთი წევრი კი აცხადებდა, რომ შესაძლო იყო, პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო.

ნიკა მელია – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში – ვისაც გნებავთ, სადაც გნებავ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი: ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით

ლიდერიც, ხერხემალიც და ჭკუაც ყველა მსჯავრდებულია.. ახალი ლიდერის გამოკვეთაც ვერ შეძლო – წულუკიანი ენმ-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები