LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, იმდენი ხალხი წავიდოდა, ამ ქვეყანაში უბრალოდ შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა“ – თალაკვაძე

140
BeFunky-collage

„წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, იმდენი ხალხი წავიდოდა, ამ ქვეყანაში უბრალოდ შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ქვეყანა წელიწადში ჩვენი მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ დატოვა და ერთადერთი დადებითი სალდო, როცა მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა, „ქართული ოცნების“ პერიოდშია.

„იგივე რეადმისიის მიმართულებაც, თავშესაფრის განხილვის საკითხიც და საპოლიციო თანამშრომლობაც, შეიძლება, იგივე მოდელი გადავიღოთ სხვა ქვეყნებთანაც, ეს არა მხოლოდ ჩვენზე, მათზეც არის დამოკიდებული. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებლებს თუ მიგრაციის ნაკადებს, ნებისმიერი ქვეყანა რომ აიღოთ, რომელსაც ევროკავშირმა მისცა ვიზალიბერალიზაცია, ყველა ქვეყანას თავიდან მაინც და ზოგიერთებს ახლაც აქვს მიგრაციის მაღალი სალდო, ანუ ხალხი ჩვენზე განვითარებული ქვეყნებიდან, დღესაც მიისწრაფვის ევროპის უფრო განვითარებული ქვეყნებისკენ სხვათა შორის. ეს ხომ არ გგონიათ, რომ არ იციან იმ ხალხმა, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებენ, ძალიან კარგად იციან. მე თქვენ დაგიტოვებთ ცხრილს, სადაც ჩანს მიგრაციის მაჩვენებლები ბოლო 20-21 წლის განმავლობაში, რამდენი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას და რამდენი ბრუნდებოდა.

მინდა, აქვე გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წელიწადში ქვეყანა დატოვა ჩვენი მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ. მაგაზე მეტი არ არის ამ 21 წლის განმავლობაში, ერთადერთი დადებითი სალდო ამ ცხრილში, როცა მეტი დაბრუნდა, ვიდრე გავიდა, არის „ქართული ოცნების“ პერიოდში, მაგრამ მაინც, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ემიგრაციაში მყოფი თითოეული ქართველი გვინდა რომ დაბრუნდეს და გვინდა, რომ ოჯახები, რომლებიც წავიდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად, დაბრუნდნენ, მაგას ვინ უარყოფს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ერთი მთავარი ამბავი. წინა ხელისუფლების დროს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა საქართველოს, დამიჯერეთ, იმდენი ხალხი წავიდოდა, ამ ქვეყანაში უბრალოდ შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა. არათუ ვიმსჯელებდით სალდოებზე, მეტი გავიდა თუ მეტი შემოვიდა, მაგრამ ჩვენ უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს ვიზალიბერალიზაციის პირობებშიც კი, როდესაც მოძრაობა ევროპასთან თავისუფალია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g