LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია: პროკურატურა

70
prosecutors-office-of-georgia

პროკურატურაში აცხადებენ, რომ პროკურატურის წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი იქნება წარდგენილი, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თხოვნით.

მელიასთვის EU-ს მიერ გირაოს გადახდით ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს: ხატია დეკანოიძე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

შემდეგი ნაბიჯი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება: ვიოლა ფონ ფრამონი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g