„წინასაარჩევნო გარემო რთულია და უკაცრავად გამოთქმისთვის, ძალიან ბინძური“,-ამ სიტყვებით აფასებს ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი წინასაარჩევნო გარემოს.
როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, ეს არის პირველი არჩევნები, სადაც მსგავსი სახის კომპრომატების ომი და შავი პიარია აგორებული.
„მე ნაკლებად მახსოვს მსგავსი წინასაარჩევნო გარემო რომ ყოფილიყო. მთელი უბედურება ის არის, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ნიჰილიზმს ნერგავს ამომრჩეველში. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.
ოპოზიციის და ხელისუფლების პიარი მიმართულია, რომ შემოიმტკიცონ თავიანთი მომხრეები. ეს შეცდომაა! „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება თუ „ქართული ოცნება“, ორივეს სამაოდ მყარი ელექტორატი ყავდა. ეხლა „ქართულ ოცნებას“ აქვს პრობლემა გახარიას გამოჩენის გამო. შეეძლოთ და უფრო გაიფართოვებდნენ ბაზას, რომ ყოფილიყვნენ ამომრჩეველზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული, მაგრამ ეს არჩევნები დავიდა რაზე? რათქმაუნდა რეფერენდუმი. თვითმმართველობის საკითხი დარჩა მეორე პლანზზე. ამომრჩევლებიც არიან იმედგაცრუებულნი, რადგანაც ისინ ვერ ისმენენ იმ საკითხების გადაჭრის თაობაზე, რაც მათ აწუხებთ“,-განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.