ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა ქარქაშაძე რადიო „იმედში“ ნანუკა გულუასთან იმყოფებოდა სტუმრად.
რუსკამ პირად ცხოვრებაზე საუბრისას ისაუბრა, როგორ ასწრებს ორსულობის დროს სწავლას და თან სახლში ფუსფუსს.
რუსკა ამბობს, რომ წინასწარ არაფერს არ გეგმავს, არც ტანსაცმელს ყიდულობს ბავშვისთვის და არც სხვა მიზნებს ისახავს.
„მე და ლაშას ასეთი მიდგომა გვაქვს, წინასწარ არ ვგეგმავთ, ვუფრთხილდებით ემოციებს… არ ვყიდულობთ არაფერს… ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და მერე დავგეგმავთ. ჯერ არ გამოვხატავთ სიხარულს და ა.შ.“ – ამბობს რუსკა ქარქაშაძე.
ის ამბობს, რომ ყველაფერში მისი განწყობა ეხმარება.
ფოტოები: ორსული რუსკა ქარქაშაძე ულამაზესი შავი კაბით პოზირებს